ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინა კონტრშეტევას ფრონტის სულ მცირე 3 სექტორში ახორციელებს.
"უკრაინელები კონტრშეტევას ფრონტის სულ მცირე 3 სექტორში ახორციელებენ და ამასთან, მათ გარკვეული წარმატება აქვთ.
რუსულმა ჯარებმა, სავარაუდოდ, გარკვეულწილად გაზარდეს შეტევითი ოპერაციების ტემპი კუპიანსკი-სვატოვოს ხაზის გასწვრივ", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
ტავრიის ფრონტის თავდაცვის ძალების ერთობლივი პრეს-ცენტრის წარმომადგენლის, ვალერი შერშენის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ბერდიანსკის მიმარულებით 1 კილომეტრით დაწინაურდნენ. უკრაინის გენერალური შტაბი კი იტყობინება, რომ თავდაცვის ძალები მელიტოპოლის მიმართულებით კონტრშეტევითი ოპერაციების ჩატარებას აგრძელებენ.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, ბოლო ერთ კვირაში უკრაინულმა ძალებმა 18 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს, ზოგადად, კონტრშეტევის განმავლობაში კი 210,5.