logo
ENG



ISW: უკრაინა შეძლებს რუსეთის შეტევის შეჩერებას, თუ აშშ-ის დახმარება დროულად მიეწოდება

22 აპრ 202411:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/22/l015lh370ijwmwi.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინა შეძლებს რუსეთის შეტევის შეჩერებას, თუ აშშ-ის დახმარება დროულად მიეწოდება.

"უკრაინის თავდაცვის ძალები შეძლებენ რუსების შეტევის შეჩერებას, თუ მათ აშშ-ის დახმარება დროულად მიეწოდებათ.

აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკ უორნერმა 21 აპრილს განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარება უკრაინას, მათ შორის ATACMS-ები, შესაძლოა, მომავალი კვირის ბოლომდე მიეწოდოს", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 აპრილს განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარების სწრაფი მიწოდება უკრაინულ ძალებს საშუალებას მისცემს, ფრონტის ხაზზე დაწინაურდნენ.

20 აპრილს, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. დახმარების პაკეტი 61 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. 

კანონპროექტის მიღებას მხარი 311-მა დეპუტატმა დაუჭირა, 112 კი წინააღმდეგი იყო. კანონპროექტი ისრაელის დახმარებასაც ითვალისწინებს. სენატში კანონპროექტის განხილვა, სამშაბათს, 23 აპრილს შედგება. 


close დახურვა