logo
ENG



ISW: უკრაინაზე მასიური დარტყმები პუტინს არ მოუტანს სასურველ ეფექტს

03 იან 202310:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/03/fm985vd6emq3h3o.png

ომის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, უკრაინის ენერგოსისტემაზე მასიური დარტყმები, დიდი ალბათობით, არ გამოიწვევს კრემლისთვის სასურველ ინფორმაციულ ეფექტს რუსეთის ომის მომხრე საზოგადოებაში.

ISW-ის ცნობით, რუსი ბლოგერები სულ უფრო მეტად უკმაყოფილონი არიან ამით - ისინი სამხედრო ინფრასტრუქტურაზე დარტყმას ითხოვენ.

რუსი პროპაგანდისტების თქმით, 31 დეკემბერს რუსეთის ფედერაციამ, სავარაუდოდ, ხმელნიცკის რაიონში სამხედრო ობიექტზე სარაკეტო შეტევა განახორციელა, მაგრამ ეს რუსეთში გააკრიტიკეს და შეაფასეს როგორც "ძალიან დაგვიანებული ოპერაცია", რადგან უკრაინელი სამხედროები, სავარაუდოდ, ბაზაზე არ იმყოფებოდნენ.


close დახურვა