logo
ENG



ISW: უკრაინამ 5 დღეში იმაზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლა, ვიდრე რუსეთმა 3 თვეში დაიკავა

11 სექ 202211:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/11/raxescmmqdcqaia.jpg

6 სექტემბრიდან 5 დღის განმავლობაში უკრაინულმა არმიამ შეძლო, გაერღვია რუსული ხაზები, შეეღწია მათი დაცვის 70 კილომეტრის სიღრმეში და გაეთავისუფლებინა 3 000 კვადრატული კილომეტრი. ეს იმაზე მეტია, ვიდრე რუსებმა უკრაინაში აპრილიდან დაიკავეს. 

ამის შესახებ ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW)მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების 10 სექტემბრის შეფასებაში წერია. 

ინსტიტუტის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 15-25 კილომეტრში მდებარე პოზიციებამდე ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის ოლქში, იზიუმის ჩრდილოეთ გარეუბანსა და ლიმანის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში და გაათავისუფლეს კუპიანსკის დასავლეთი ნახევარი.

ISW ასევე აცხადებს, რომ უკრაინა, კონტრშეტევის პირობებში, იზიუმს მაქსიმუმ 48 საათში გაათავისუფლებს, თუ ეს უკვე არ გაუკეთებია. 

10 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა ბალაკლია-იზიუმიდან თავისი ჯარების გაყვანის შესახებ. რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის დაპყრობის შესახებ პირობების შეუსრულებლობა რუსეთის საინფორმაციო სივრცეს ანგრევს. 

რუსული ძალები აგრძელებენ გადაჯგუფებას ფრონტზე ხერსონის ოლქში, მანამ, სანამ უკრაინული ძალები აწარმოებენ პოზიციურ ბრძოლებს და აგრძელებენ რუსეთის ლოჯისტიკური ხაზების განადგურების კამპანიას. 

რუსულმა ძალებმა განახორციელეს შეზღუდული სახმელეთო შეტევები ხარკივის ჩრდილოეთით, ბახმუტის სამხრეთით და დონეცკის დასავლეთით. 


close დახურვა