ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ტაქტიკური ინიციატივა მოიპოვეს და ბახმუტში მნიშვნელოვან, ტაქტიკურ წინსვლას მიაღწიეს.
ISW-ში ამბობენ, რომ ეს კონტრშეტევის ოპერაციის ფარგლებში მოხდა, თუმცა საუბარია ლოკალურ კონტრშეტევებზე, რომლებსაც უკრაინული მხარე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ახორციელებს. ინსტიტუტში აღნიშნავენ, რომ მასშტაბური კონტრშეტევა უკრაინას ჯერ არ დაუწყია.
ISW-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ რამდენიმე რუსი სამხედრო ჟურნალისტის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის თავდაცვის ხაზები რამდენიმე მიმართულებით გაარღვიეს - სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით ივანოვსკიდან და ჩრდილო-დასავლეთით კლეშეევკიდან.
ამავე ცნობებით, რუსულმა ძალებმა საკკოში და ვანცეტში უკან დაიხიეს და პოზიციები დათმეს, თუმცა უკრაინელი ჯარისკაცები სოფლებში ჯერ არ შესულად.
გუშინ, გავრცელდა ინფორმაცია, უკრაინისა და რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის მიერ, რომ რუსეთის ძალები ბახმუტიდან უკან იხევენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასულ კვირაში ბახმუტის სიახლოვეს ზოგიერთი პოზიციის დატოვების შესახებ ისაუბრა, თუმცა კვლავ უარყოფს პრიგოჟინის მტკიცებას, რომ ფლანგები იშლება, ან რომ ვაგნერს საბრძოლო მასალებს არ აწვდიან.