logo
ENG



ISW: უკრაინელები ბახმუტისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით წინ მიიწევენ

12 სექ 202314:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/12/k1e4d867qakshxb.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინელები ბახმუტისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით წინ მიიწევენ.

"უკრაინის ჯარები აგრძელებენ კონტრშეტევით ოპერაციებს დონეცკისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში. ისინი ბახმუტისა და ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით დაწინაურდნენ", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

უკრაინის ცნობით, გასული კვირის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტის მიმართულებით 2 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს. ამასთან, უკრაინულმა ძალებმა კლიშივკასა და ანდრიივკას მახლობლად წარმატებას მიაღწიეს.

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის თქმით, რუსული ჯარები ტაქტიკას ცვლიან და უპილოტო საფრენ აპარატებს დიდი რაოდენობით იყენებენ.


close დახურვა