logo
ENG



ISW: უკრაინელმა სამხედროებმა კრემენაიას მახლობლად წარმატებას მიაღწიეს

10 იან 202310:07
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/10/2xq10trpp89a524.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ლუჰანსკის ოლქის კრემენაიას მახლობლად წარმატებას მიაღწიეს.

"8 და 9 იანვარს, რუსეთისა და უკრაინის ჯარებმა განაგრძეს შეტევითი ოპერაციები სვატოვო-კრემენაიას ხაზის გასწვრივ. როგორც უკრაინის გენერალური შტაბი იტყობინება, 8 და 9 იანვარს, უკრაინულმა ჯარებმა მოიგერიეს რუსული ჯარების თავდასხმა სტელმახივკაზე (სვატოვოს ჩრდილო-დასავლეთით 15 კმ). რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა გაანეიტრალეს უკრაინული დივერსიული ჯგუფები სვატოვოს ჩრდილო-დასავლეთით კოტლიაროვკას, ნოვოსელივსკისა და დვურეჩნოეს მიდამოებში", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსული ჯარები თავს დაესხნენ მაკეევკას (კრემენაიას ჩრდილო-დასავლეთით 22 კმ), ბელოგოროვკას (კრემენაიას სამხრეთით 10 კმ) და კრასნოპოპოვკას (კრემენაიას ჩრდილოეთით 6 კმ). ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი ჰაიდაიმ 8 იანვარს განაცხადა, რომ კრემენაიას რეგიონში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსეთის ჯარებმა განალაგეს რამდენიმე საჰაერო თავდასხმის ბატალიონი და მძიმე ტექნიკა თავდაცვის ხაზის შესანარჩუნებლად.

ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, რუსმა პროპაგანდისტებმა უკვე დაიწყეს პანიკა და საუბრობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის განახლებაზე კრემენაიას დასავლეთით, ლიმანის სექტორში.


close დახურვა