ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალები ბახმუტის მახლობლად წინსვლას აგრძელებენ.
"უკრაინის თავდაცვის ძალები ბახმუტის მახლობლად წინსვლას აგრძელებენ, მათ ასევე გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს დონეცკისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში. გუშინ, უკრაინის ჯარები ფრონტის სულ მცირე ოთხ სექტორში შეტევით ოპერაციებს აწარმოებდნენ", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსულმა ძალები კრემენაიას რეგიონში უკრაინის ჯარების შეზღუდულ და ლოკალიზებულ სახმელეთო თავდასხმებს ებრძოდნენ. თუმცა, უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ უკრაინის ჯარები ბახმუტის მიმართულებით 1,2 კილომეტრით დაწინაურდნენ.
გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ივლისში ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას დაიწყებს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინამ კონტრშეტევა უკვე დაიწყო.