logo
ENG



ISW: უკრაინის მოკავშირეები უკრაინული ძალებისთვის საბრძოლო მასალის წარმოებას ზრდიან

02 აპრ 202414:01
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/02/wselya7r4xi4yzq.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის მოკავშირეები უკრაინული ძალებისთვის საბრძოლო მასალის წარმოებას ზრდიან.

"აშშ დგამს ნაბიჯებს საარტილერიო ჭურვების შიდა წარმოების გაზრდისთვის უკრაინის მხარდასაჭერად. გამოცემა Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია აშშ-სა და თურქეთს შორის შეთანხმების შესახებ, რომელიც განხილვის პროცესშია.

პენტაგონმა კონტრაქტი გააფორმა ამერიკულ თავდაცვის კომპანია General Dynamics Ordnance and Tactical Systems-თან. აშშ-ს არმია ცდილობს, გააორმაგოს 155 მმ-იანი ჭურვების ყოველთვიური წარმოება", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ჩეხეთმა საკუთარი ინიციატივა უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესყიდვის შესახებ თებერვალში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოაცხადა. ინიციატივას ევროპის 18 ქვეყანა შეუერთდა.


close დახურვა