ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან ახალ მონაკვეთზე დაწინაურდნენ.
"უკრაინის შეიარაღებული ძალები პროგრესირებენ სოფელ კურდიუმივკას მახლობლად (ბახმუტიდან სამხრეთ-დასავლეთით 14 კმ), სადაც ოკუპანტები უკან დააბრუნეს აღმოსავლეთ სანაპიროზე. უკრაინელები კლიშივკასკენაც (ბახმუტიდან სამხრეთ-დასავლეთით 7 კმ) დაიძრნენ.
13 მაისის მდგომარეობით, უკრაინულმა ძალებმა ბახმუტის რეგიონში 16,8 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს ბოლო შეტევების დროს", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
ISW-ს თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალები ბახმუტთან წარმატებას აღწევენ. ამასთან, რამდენიმე რუსული წყარო ვარაუდობს, რომ უკრაინულმა ჯარებმა, შესაძლოა, ბახმუტში ვაგნერის ალყაში მოქცევა სცადონ.