logo
ENG



ISW: უკრაინის შეიარაღებული ძალები ლუჰანსკის რეგიონში წინ მიიწევენ

21 ნოე 202214:17
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/21/ccuzh1jigjpwt9y.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ლუჰანსკის რეგიონში წინ მიიწევენ.

"სვატოვო-კრემენაიას ხაზზე აქტიური საომარი მოქმედებები გრძელდება. თუმცა, ამინდის გაუარესება გავლენას ახდენს ფრონტზე სიტუაციის განვითარებაზე. სიტუაცია ლუჰანსკის ოლქის ნოვოსელივსკეს რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებაზე მიუთითებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, აღმოსავლეთში კონტრშეტევის დაწყებიდან, უკრაინის ჯარებმა ლუჰანსკის რეგიონში უკვე 12 დასახლება გაათავისუფლეს.

ISW-ს თანახმად, რუსული ჯარები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს ბახმუტის, ავდიივკას და დასავლეთ დონეცკის მიმართულებით. ამავდროულად, ოკუპანტები აგრძელებენ სამობილიზაციო აქტივობებს უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ.

დღეს ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სვატოვო-კრემენაიას მიმართულებით უკრაინული ძალები თანდათან წინ მიიწევენ. ჰაიდაის თქმით, ლუჰანსკის ოლქის დეოკუპირებული დასახლებები რუსული ძალების მხრიდან ამ დრომდე იბომბება.


close დახურვა