logo
ENG



ISW: უკრაინის ჯარები ავდეევკას მახლობლად წინ მიიწევენ

20 ნოე 202310:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/20/5xj5pug7pqu32wj.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის ჯარები ავდეევკას მახლობლად წინ მიიწევენ.

"უკრაინული და რუსული ჯარები აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში ბრძოლას აგრძელებენ, თუმცა წვიმიანი ამინდი, სავარაუდოდ, ბრძოლის ტემპს შეანელებს. 19 ნოემბერს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ავდეევკას მახლობლად კონტრშეტევა განახორციელეს, იქ მათ დადასტურებული წინსვლა აქვთ.

ამავე დღეს გამოქვეყნებული გეოლოკაციის მონაცემები მიუთითებს, რომ უკრაინული ძალები სტეპის სამხრეთ-აღმოსავლეთით, რკინიგზის მახლობლად (ავდეევკას ჩრდილო-აღმოსავლეთით 3კმ) დაწინაურდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკელი სამხედრო ექსპერტებისა და ანალიტიკოსების თქმით, გუშინ რუსულმა ძალებმა ავდეევკას მახლობლად შეტევითი ოპერაციები განახორციელეს, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს.


close დახურვა