logo
ENG



ISW: უკრაინის ჯარები ანდრეევკას აღმოსავლეთით დაწინაურდნენ

08 ოქტ 202313:59
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/08/my36h4vnrvt5l9s.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის ჯარები ანდრეევკას აღმოსავლეთით დაწინაურდნენ.

"უკრაინის ჯარები ბახმუტის მიმართულებით შეტევით ოპერაციებს აგრძელებენ. ისინი ანდრეევკას აღმოსავლეთით დაწინაურდნენ. ამასთან, რუსული ძალები ბახმუტთან შეტევებს ახორციელებენ, თუმცა იქ წინსვლას ვერ ახერხებენ", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

ამერიკელი სამხედრო ექსპერტებისა და ანალიტიკოსების თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებას ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით, სოფელ რაბოტინოშიც მიაღწიეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 282 280 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა