logo
ENG



ISW: უკრაინული ძალები ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით დაწინაურდნენ

07 ოქტ 202312:26
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/07/mqwtusnflgieclr.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინული ძალები ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით დაწინაურდნენ.

"უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტთან კონტრშეტევით ოპერაციებს აგრძელებენ, ამასთან, ისინი ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით დაწინაურდნენ. გეოლოკაციის კადრები აჩვენებს, რომ უკრაინელი სამხედროები რაბოტინოსა და ვერბოვოსკენ წინ მიიწევენ", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

ამერიკელი სამხედრო ექსპერტებისა და ანალიტიკოსების თქმით, რუსული საოკუპაციო ძალები ბახმუტის მიმართულებით წინსვლას ვერ ახერხებენ. მათი განცხადებით, რუსული ძალები კუპიანსკი-სვატოვო-კრემენაიას ხაზზე შეტევით ოპერაციებს ახორციელებენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 281 700 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა