logo
ENG



ISW: უკრაინული ძალები კონტრშეტევებს ზამთარშიც გააგრძელებენ

05 დეკ 202210:52
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/05/n1k6nxm4jgh2z5l.png
(Sergei Chuzavkov/AFP/Getty Images)

ISW წერს, რომ უკრაინული ძალები ზამთარში კონტრშეტევით ოპერაციებს გააგრძელებენ, რათა გააძლიერონ ბოლო სამხედრო მიღწევები და თავიდან აიცილონ რუსული ძალების წინსვლა ბრძოლის ველზე.

აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის სპიკერმა, სერჰიი ჩერევატიმ 4 დეკემბერს განაცხადა, რომ გაყინული ნიადაგი საშუალებას მისცემს მძიმე ბორბლიანი მანქანების წინსვლას და რომ უკრაინული ძალები ასეთ მანქანებს ზამთრის ოპერაციებისთვის ამზადებენ.

ამავდროულად, მისი თქმით, ცუდად მომზადებული მობილიზებული რუსი სამხედროები და ვაგნერის რეკრუტები, არ არიან მზად ზამთარში სამხედრო ოპერაციებისთვის.

"უკრაინის უნარი შეინარჩუნოს სამხედრო ინიციატივა დამოკიდებულია იმაზე, გააგრძელებენ თუ არა უკრაინული ძალები აქტიურ კონტრშეტევას ამ ზამთარში."- წერია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის განცხადებაში. 

უკრაინამ გაათავისუფლა ხარკოვის ოლქის უმეტესი ნაწილი სექტემბერში, ხერსონი ნოემბერში და ახლა ქმნის პირობებს ამ ზამთარში სხვა რაიონებში ახალი შეიარაღებული ძალების შეტევისთვის.

"დეკემბრის ბოლოს ძლიერი ყინვების მოახლოებასთან ერთად, უკრაინული ძალები კვლავ შეძლებენ ამინდის თავის სასარგებლოდ გამოყენებას, რადგან ზამთარი საუკეთესო სეზონია მექანიზებულ დანაყოფებთან ბრძოლისთვის."- წერს ISW.


close დახურვა