logo
ENG



ISW: უკრაინული ძალები მელიტოპოლის მიმართულებით 1700 მეტრით დაწინაურდნენ

15 ივლ 202318:35
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/15/ngf1rv8gf4pr6rk.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინული ძალები მელიტოპოლის მიმართულებით 1700 მეტრით დაწინაურდნენ.

"14 ივლისს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ფრონტის სამ სექტორში კონტრშეტევითი ოპერაციები განახორციელეს. მათ ზოგიერთი მიმართულებით გარკვეული წარმატება აქვთ.

უკრაინული ჯარები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს ბახმუტის, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით. უკრაინელებმა ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთით ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს. ამასთან, უკრაინელმა სამხედროებმა მელიტოპოლის მიმართულებით, ზოგიერთ რეგიონში 1700 მეტრით დაწინაურდნენ", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

10 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან კონტრშეტევის დაწყება დაადასტურა. 14 ივლისს, უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები წინ მიიწევდნენ ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით.


close დახურვა