ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინული ჯარები კონტრშეტევით ოპერაციებს ფრონტის სულ მცირე 4 სექტორში აგრძელებენ.
"უკრაინული ჯარები კონტრშეტევით ოპერაციებს ფრონტის სულ მცირე 4 სექტორში აგრძელებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და სხვა რუსული წყაროები ირწმუნებიან, რომ უკრაინულმა ძალებმა ადგილობრივი სახმელეთო შეტევები განახორციელეს კრემენაიას დასავლეთით და სამხრეთით", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინული ძალები კონტრშეტევის ოპერაციებს ბახმუტთან აგრძელებენ, რუსული წყაროების თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები თავს დაესხნენ ბახმუტის ჩრდილოეთ და სახმრეთ გარეუბნებს.
მალიარის თქმით, უკრაინული არმია კონტრშეტევით ოპერაციებს დონეცკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით ახორციელებს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინული ძალები სამხრეთ უკრაინაში რამდენიმე მიმართულებით 2 კილომეტრამდე დაწინაურდნენ.