logo
ENG



ISW: უკრაინული ჯარები რაბოტინოს დასავლეთით დაწინაურდნენ

22 ოქტ 202310:50
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/22/zwl1fu2sdwwai67.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინული ჯარები რაბოტინოს დასავლეთით დაწინაურდნენ.

"უკრაინული ჯარები რაბოტინოს დასავლეთით (ორეხოვოს სამხრეთით 10 კმ) დაწინაურდნენ. ამასთან, უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ კონტრშეტევით ოპერაციებს ბახმუტთან და ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით.

ერთ-ერთი რუსი სამხედრო კორესპონდენტი ირწმუნება, რომ უკრაინული ძალები ნოვოფედოროვკადან დასავლეთით (ორეხოვოს სამხრეთ-აღმოსავლეთით 21 კმ) დაწინაურდნენ და დასახლებიდან 6 კილომეტრის დაშორებით იმყოფებიან", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რუსმა სამხედროებმა რაბოტინოს მახლობლად უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმები მოიგერიეს.


close დახურვა