logo
ENG



ISW: ხერსონის ოლქის დასავლეთიდან რუსების გასვლა დაიწყო

22 ოქტ 202212:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/22/c8ta1dgo8padxd0.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ახალი ანგარიშის თანახმად, ხერსონის ოლქის დასავლეთიდან რუსებმა გასვლა დაიწყეს. ISW-ის ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალები, სავარაუდოდ, აპირებენ, რომ ეს მომდევნო კვირების განმავლობაშიც გააგრძელონ, თუმცა გაუჭირდებათ, თუ უკრაინელები შეუტევენ.

"21 ოქტომბერს უკრაინის სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ განაცხადა, რომ რუსულ ძალებს "საკმაოდ აქტიურად" გადააქვთ საბრძოლო მასალა, სამხედრო აღჭურვილობა და სხვა ნაწილები მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროდან აღმოსავლეთ სანაპიროზე. სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ აღნიშნა, რომ რუსულმა ძალებმა ფრონტის ხაზების შესანარჩუნებლად 2 000 მობილიზებული განალაგეს და სავარაუდოდ, მათი გასვლის დაფარვის მიზნით, უკრაინის დაბომბვას აგრძელებენ", - აღნიშნულია ანგარიშში.

ISW წერს, რომ რუსული ძალები, სავარაუდოდ, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას შეეცდებიან, რათა მათი უკან დახევა დაფარონ და უკრაინის ძალების შეტევა შეაფერხონ. ომის კვლევის ინსტიტუტი მიუთითებს, რომ რუსეთი ამაში, დიდი ალბათობით, უკრაინას დაადანაშაულებს.

აქამდე ISW წერდა, რომ დამპყრობლების თანამზრახველებმა დაიწყეს საინფორმაციო კამპანიის წარმოება და გააფრთხილეს მოსახლეობა უკრაინელი დამცველების მხრიდან სავარაუდო დარტყმების შესახებ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალზე, რათა წარმოიქმნას საინფორმაციო პირობები კაშხლის დაზიანებაზე კიევისთვის შესაძლო შედეგებზე პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.


close დახურვა