logo
ENG



Jobs.ge-მ ალტ-ინფოს ვაკანსიის განთავსებაზე უარი უთხრა

28 ივლ 202118:19
3 წუთის საკითხავი
 
Jobs.ge-მ ალტ-ინფოს ვაკანსიის განთავსებაზე უარი უთხრა

ვებგვერდმა Jobs.ge ძალადობრივ და ჰომოფობიურ ინტერნეტპლატფორმა ალტ-ინფოს ვაკანსიის განთავსებაზე უარი უთხრა. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, ლევან ხუბულავამ ფეისბუქზე დაწერა.

ხუბულავამ გამოაქვეყნა პასუხი, რომელიც ალტ-ინფოს მეილით გაუგზავნა:

"გაცნობებთ, რომ ჩვენ არ ვემსახურებით ორგანიზაციებს, რომლებიც ეწევიან ძალადობის პროპაგანდას უმცირესობების წინააღმდეგ და არღვევენ ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებულ ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებს".

ალტ-ინფოს დამფუძნებლები და წამყვანები 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები და ორგანიზატორები იყვნენ. ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და გარეგნობის გამო შეურაცხყოფას აყენებდნენ მოქალაქეებს. 


close დახურვა