logo
ENG



K-drama-ს ყურების გამო ჩრდილოეთ კორეაში 2 მოზარდს 12 წლით მძიმე შრომა მიუსაჯეს

20 იან 202411:23
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/20/dqy0gsqeaqipbzx.jpg

BBC-მ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ჩრდილოეთ კორეაში K-Drama-ს ყურების გამო ორ მოზარდს 12 წლით მძიმე შრომა მიუსაჯეს.

კადრების თანახმად, რომელიც სავარაუდოდ 2022 წელს არის გადაღებული, გარე სტადიონზე ორი 16 წლის მოზარდი ხელბორკილებით ასობით სტუდენტის წინაშე დგას. ვიდეოში ნაჩვენები არიან ფორმიანი ოფიცრებიც, რომლებიც ბიჭებს საყვედურობენ იმის გამო, რომ "ღრმად არ ფიქრობენ თავიანთ დანაშაულზე".

ჩრდილოეთ კორეაში სამხრეთ კორეის გასართობი სფეროები, მათ შორის ტელევიზია აკრძალული.

მსგავსი ვიდეო იშვიათია, რადგან ჩრდილოეთ კორეა კრძალავს ფოტოების, ვიდეოების და ქვეყანაში ცხოვრების ამსახველი სხვა მასალების გავრცელებას გარე სამყაროსთვის. როგორც BBC წერს, ეს ვიდეო მათ South and North Development-ის ინსტიტუტმა მიაწოდა, რომელიც ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცეულებთან მუშაობს.

ასევე ინფორმაცია ვრცელდება, რომ ეს კლიპი ჩრდილოეთ კორეაში იდეოლოგიური განმანათლებლობისა და გაფრთხილების მიზნით გაავრცელეს.

BBC აღნიშნავს, რომ ვიდეო შეიცავს მთხრობლის ტექსტს, რომელიც სახელმწიფო პროპაგანდას იმეორებს.

"დამპალი მარიონეტული რეჟიმის კულტურა მოზარდებშიც კი გავრცელდა", - ამბობს ხმა სამხრეთ კორეაზე აშკარა მითითებით.

"ისინი სულ რაღაც 16 წლის არიან, მაგრამ საკუთარი მომავალი დაანგრიეს". - დასძენს იგი.

ოფიცრებმა ასევე მოზარდების ვინაობა და მათი მისამართები გაამჟღავნეს.

2020 წელს ფხენიანმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც სამხრეთ კორეული გასართობი კონტენტის გავრცელება ან ყურება სიკვდილით ისჯება. წარსულში ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცეულმა BBC-ს მოუყვა, რომ მას 22 წლის ბიჭის ჩაცხრილვა აყურებინეს, რომელსაც სამხრეთ კორეული მუსიკის მოსმენა და მეგობრისთვის ფილმის გაზიარება ედებოდა ბრალად.


close დახურვა