KFC რუსეთში 1000 რესტორანს დროებით ხურავს. გადაწყვეტილება კომპანია Yum! Brands-მა მიიღო, რომელიც KFC-სა და Pizza Hut-ს ფლობს.
როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, ბრენდმა შეაჩერა ყველა ინვესტიცია და რესტორნების განვითარება რუსეთში. მათივე თქმით, რუსეთში მიღებულ მოგებას ისინი უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნაში დახარჯავენ.
თანხები დაიხარჯება, როგორც უკრაინელი თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდაზე, ასევე ყველა იმ ორგანიზაციას გადაერიცხება, რომელიც უკრაინის მოქალაქეებს და ლტლოვილების ეხმარება.
რესტორნების დროებით დახურვის გადაწყვეტილება Mcdonalds-ც მიიღო.
მანამდე KFC-მ და Mcdonalds-მა განაცხადეს, რომ უკრაინას საკვებით დაეხმარებიან.