სწრაფი კვების რესტორანმა Mcdonalds-მა განაცხადა, რომ რუსეთში 850 რესტორანს დროებით ხურავს. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო მიიღო.
Mcdonalds-ში აცხადებენ, რომ ისინი 62 000 თანამშრომლისთვის ხელფასის გადახდას გააგრძელებენ. კომპანიის დირექტორის კრის კემპკინსკის თქმით, რუსეთში რესტორნების დახურვა ახლა სწორი გადაწყვეტილებაა.
მანამდე ორგანიზაციამ განაცხადა, რომ უკრაინას საკვებით დაეხმარება.