96 წლის დედოფალი ელისაბედ მეორე სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშაა. როგორც ბაკინგემის სასახლე იტყობინება, მისი ჯანმრთელობის შესახებ შეშფოთება ექიმებმა გამოთქვეს მას შემდეგ, რაც ვირტუალურად საიდუმლო საბჭოს ვერ დაესწრო.
ამჟამად ელისაბედ მეორე შოტლანდიაში, ბალმორალის ციხესიმაგრეშია, მასთან ერთად არის პრინცი ჩარლზი და კორნუოლის ჰერცოგინია. შოტლანდიაში მიემგზავრებიან პრინცი უილიამი და დედოფლის შვილები. ამასთან, ბალმორალში მიემგზავრებიან პრინცი ჰარი და მეგან მარკლში, რომლებიც ამჟამად გერმანიაში იმყოფებოდნენ.
ბრიტანული პრესა შეშფოთებას გამოთქვამს დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. გააქტიურდა საუბრები იმაზე, თუ რა ხდება, როდესაც მონარქი კვდება.
მონარქის გარდაცვალებისთვის დიდ ბრიტანეთში კონკრეტული გეგმა არსებობს. ბოლოს დიდ ბრიტანეთში მონარქი 70 წლის წინ გარდაიცვალა - ელისაბედის მამა ჯორჯ მეექვსე.
ელისაბედის გარდაცვალების შემთხვევაში მოქმედებას იწყებს ოპერაცია London Bridge - სწორედ ამ კოდური სახელით არსებობს გაწერილი გეგმა, რომლის დეტალები ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არაა.
თუმცა წლების განმავლობაში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა და სხვადასხვა გამოცემამ შეძლო შეეკრა London Bridge-ის გეგმის სურათი.
დედოფლის გარდაცვალების შემდეგ ელისაბედ მეორეს პირადი მდივანი დაუკავშირდება პრემიერმინისტრს. მდივანი დაუკავშირდება საიდუმლო საბჭოსაც, რომელიც მონარქის სახელით მთავრობის საქმიანობას კოორდინაციას უწევს.
ქვეყნის შიგნით ამ დღეს D-Day სახელით მოიხსენიებენ. ყოველი მომდევნო დღე, დაკრძალვამდე აღნიშნული იქნება D+1, D+2 და ა.შ.
გარდაცვალების შესახებ შეატყობინებენ მინისტრთა კაბინეტს. ამის შემდეგ დაუშვებენ დროშებს. როგორც Politico წერს, გეგმით გათვალისწინებულია, რომ ეს ყველაფერი 10 წუთში უნდა მოხდეს.
ინფორმაციას გარდაცვალებაზე შეატყობინებენ ერთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოებსა და იმ ქვეყნის ლიდერებს, სადაც დედოფალი ამ დრომდე მთავრობის ხელმძღვანელად მიიჩნევა.
უკვე ამის შემდეგ ოფიციალურად ეცნობა პრესის ასოციაციას. დაკრძალვა ათ დღეში გაიმართება.
The Guardian აღნიშნავს, რომ ბაკინგემის სასახლის კარიბჭეზე მიამაგრებენ ცნობას მონარქის გარდაცვალების შესახებ. Politico-ს ინფორმაციით, სამეფო ოჯახის ვებგვერდზე შავ ფონზე იგივე შეტყობინება გამოჩნდება.
პირველი ოფიციალური პირი, ვინც განცხადებას გააკეთებს პრემიერმინისტრი იქნება, რომელიც მოგვიანებით ახალ მონარქს შეხვდება. პრინცი ჩარლზი კი იმავე საღამოს საჯარო განცხადებით გამოვა.
დედოფლის გარდაცვალებისთანავე პრინცი ჩარლზი მეფე ხდება. მისი კორონაცია შესაძლოა რამდენიმე თვეში ან ერთ წელში გაიმართოს. მოსახლეობისადმი მიმართვის შემდეგ ჩატარდება წირვა წმინდა პავლეს საკათედრო ტაძარში, რომელსაც დაესწრება პრემიერმინისტრი.
მეორე დღეს, დილის ათ საათზე Accession Council, რომლის წევრებით მაღალჩინოსნები არიან, წმინდა ჯეიმსის ტაძარში შეიკრიბებიან, რათა მეფე ჩარლზი ახალ სუვერენად გამოაცხადონ.
დედოფლის გარდაცვალებიდან მეორე დღეს, დილით ათ საათზე წმინდა ჯეიმსის ტაძარში მოწვეული იქნება Accession Council, რომლის წევრებიც მაღალჩინოსნები არიან, რათა მეფე ჩარლზი ახალ სუვერენად გამოაცხადონ.
მიწვეული იქნება ასობით საიდუმლო წევრი, მათ შორის პრემიერმინისტრი და უფროსი მინისტრები.
პარლამენტი სამძიმრის წერილის შესათანხმებლად შეიკრიბება. საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა ათი დღით შეჩერდება.
შუადღით კი ახალი მეფე პრემიერმინისტრსა და კაბინეტს შეხვდება.
ორ დღეში დედოფლის ცხედარს ბაკინგემის სასახლის ტახტის ოთახში დაასვენებენ.
თუ მისი უდიდებულესობა გარდაცვალება სანდრიგემში, ნორფოლკის რეზიდენციაში, მის ცხედარს გადაასვენებენ სამეფო მატარებლით წმინდა პანკრასის სადგურზე, სადაც პრემიერმინისტრი და მინისტრთა კაბინეტი დახვდებიან.
თუ ის გარდაიცვლება ბალმორალში, შოტლანდიაში მდებარე რეზიდენციაში, გააქტიურდება ოპერაცია UNICORN, ანუ ცხედარს ლონდონში გადაასვენებენ მატარებლით, თუ ეს შესაძლებელი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში გააქტიურდება ოპერაცია OVERSTUDY, ანუ ცხედარს თვითმფრინავით გადაასვენებენ. ორივე შემთხვევაში დახვედრის ცერემონიალში პრემიერმინისტრი და მთავრობის წევრები მიიღებენ მონაწილეობას.
მესამე დღეს მეფე ჩარლზი ვესტმისტერ ჰოლში სამძიმრის წერილებს მიიღებს. დღის მეორე ნახევარში კი გაერთიანებული სამეფოს გარშემო ტურნეში გაემგზავრება, რომელიც შოტლანდიის პარლამენტში ვიზიტით და ედინბურგში St. Giles Cathedral-ის მსახურებით დაიწყება.
მეოთხე დღეს მეფე ჩარლზი ჩავა ჩრდილოეთ ირლანდიაში, სადაც ჰილსბოროს სასახლეში სამძიმარს მიიღებს და ბელფასტში მსახურებას დაესწრება.
ამავე დღეს ჩატარდება ოპერაცია LION-ის რეპეტიცია - დედოფლის ცხედრის გადასვენება ბაკინგემის სასახლიდან უესტმისტერის სასახლეში.
მეხუთე დღეს ლონდონის გავლით მონარქს ბაკინგემის სასახლიდან უიესტმისტერის სასახლეში გადაასვენებენ, სადაც მსახურება ჩატარდება.
უესტმისტერის სასახლეში დედოფალი სამი დღის განმავლობაში იქნება დასვენებული, რაც ოპერაცია FEATHER-ის ფარგლებში ჩაივლის. უესტმისტერ ჰოლი პუბლიკისთვის 23 საათის განმავლობაში იქნება ღია.
ამავე პერიოდში მეფე ჩარლზი გაემგზავრება უელსში, სადაც ასევე სამძიმარს მიიღებს და კარდიფში მსახურებას დაესწრება.
ამ ხნის განმავლობაში სამთავრობო უწყებები დაკრძალვის დაგეგმვით იქნებიან დაკავებულნი. გასათვალისწინებელი იქნება, სატრანსპორტო მიმოსვლა, უცხო ქვეყნის ლიდერების ჩამოსვლა, უსაფრთხოების საკითხები და ა.შ.
დაკრძალვის დღე ოფიციალურად გამოცხადდება გლოვის დღედ.
უშუალოდ დაკრძალვა უესტმისტერის სააბატოში გაიმართება. შუადღით მთელი ქვეყნის მასშტაბით ორწუთიანი დუმილი გამოცხადდება.
პროცესია ჩაივლის ლონდონსა და უინძორში. მსახურება უინძორის სასახლეში წმინდა ჯორჯის ტაძარში გაიმართება და დედოფალი მამისა და ქმრის, გვერდით დაიკრძალება.