logo
ENG



MFRR-ის პარტნიორები პარლამენტს ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის აღდგენისაკენ მოუწოდებენ

14 ივნ 202418:56
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/14/p7vf15phqf09ebp.jpg

მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების (MFRR) პარტნიორი ორგანიზაციები გმობენ საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებას და მოუწოდებენ საკანონმდებლო ორგანოს, რომ ყველა ჟურნალისტს, რომელსაც ეს რეგულაცია შეეხო, მოეხსნას შეზღუდვა.

"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს პარლამენტის თავმჯდომარის განკარგულების ბოროტად გამოყენება ჟურნალისტების გაჩუმებისთვის და დაუყოვნებლივ მოხსნას პარლამენტში ონლაინ მედიის დაშვების თვითნებური აკრძალვა", - წერია განცხადებაში.

საუბარია ოპოზიციური მედიის 4 წარმომადგენელზე: კერძოდ, Formula TV-ის ჟურნალისტს სოფო გოზალიშვილის დეპუტატ ნინო წილოსანის მოთხოვნით პარლამენტში შესვლა 6 თვით აეკრძალა. წილოსანის მოთხოვნითვე 1-თვიანი შეზღუდვა შეეხო მთავარი არხის ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძესაც. ხოლო TV Pirveli-ს წარმომადგენლებს სოზარ სუბარისა და გურამ მაჭარაშვილის მოთხოვნით აკრედიტაცია შეუჩერდათ.

ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ ჟურნალისტებისთვის პარლამენტში შესვლის შეზღუდვა საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთ ნაბიჯს წარმოადგენს, რომელიც დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვისაკენ არის მიმართული.

ისინი ასევე მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ შეეშვან მედიის წარმომადგენლების მიმართ დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ კომენტარებს და უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება და თავისუფალი ფუნქციონირების შესაძლებლობა.

განცხადების ბოლოს კი ხელმომწერი ორგანიზაციები საქართველოს სახალხო დამცველ ლევან იოსელიანსაც მიმართავენ, გამოიკვლიოს მოცემული საკითხი და დაეხმაროს პარლამენტს არსებული პრობლემის გადაჭრაში.

"სახალხო დამცველმა გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს საქართველოში პრესის თავისუფლების დაცვისა და მისი დაპირისპირებული დამოუკიდებელი მედიის დაცვაში", - წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: 

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI)

პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF)

ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია (EFJ)

უფასო პრესა შეუზღუდავი (FPU)


close დახურვა