logo
ENG



Massive Attack: სოლიდარობა სტუდენტებს, რომლებიც სახელმწიფო რეპრესიებს ეწინააღმდეგებიან.

03 მაი 202415:35
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/03/v8gbp265yh3f1n6.jpg

მუსიკალური ბენდი Massive Attack სოციალურ ქსელ X-ზე მიმდინარე სტუდენტური პროტესტებს ეხმიანება და თბილისის აქციებიდან ფოტოს აზიარებს.

"სოლიდარობა სტუდენტებს - თბილისიდან აშშ-ის კამპუსებამდე, რომლებიც სასტიკ სახელმწიფო რეპრესიებს ეწინააღმდეგებიან", - აღნიშნულია ბენდის ტვიტში.

28 ივლისს ბლექ სი არენაზე Massive Attack-ის კონცერტია დაგეგმილი. რუსული კანონის თავიდან ინიციირების შემდეგ მოძრობა სირცხვილიამ ბენდს წერილობით მიმართა და მოუწოდა, გაეცნონ საქართველოში არსებულ მდგომარეობას.

"ჯგუფი Massive Attack სამართლიანობის, გამოხატვის თავისუფლების, სამოქალაქო აქტივიზმისა და უმცირესობათა უფლებების მხარდამჭერია. ამიტომ, გთხოვთ, გაეცნოთ საქართველოში არსებულ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას. ვიმედოვნებთ, რომ გაითვალისწინებთ ამ საკითხს და თქვენი განსჯის საფუძველზე, საპასუხო ნაბიჯს გადადგამთ. სულ მცირე, ვიმედოვნებთ, რომ ამ ანტიდემოკრატიული ქმედებების წინააღმდეგ სცენიდან თქვენს პოზიციას დააფიქსირებთ.

გვჯერა, რომ გამოიყენებთ თქვენს პლატფორმას, რათა მხარი დაუჭიროთ საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლებისა და დემოკრატიული მომავლისთვის ბრძოლაში", - აღნიშნულია მიმართვაში.


close დახურვა