რუსული მედიის Meduza-ს ცნობით, კრასნოდარის ოლქში სამხედრო აეროდრომთან აფეთქება მოხდა.
მედიის ინფორმაციით, შემთხვევა პრიმორსკო-ახტარსკში მოხდა. დასახლებული პუნქტის მაცხოვრებლების თქმით, აფეთქების ხმა დაახლოებით 16:00 საათზე გაიგეს, რის შემდეგაც კვამლის დიდი მასა დაინახეს.
რუსული ტელეგრამ არხი Mash იუწყება, რომ კრასნოდარის ოლქში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო რაკეტა, რომელიც თავდასხმას სავარაუდოდ, სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე საწვავის საცავზე თავდასხმას ცდილობდა.
რეგიონის გუბერნატორი, ვენიამინ კონდრატიოვი ამბობს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაღუპულა და დაშავებულა.