Meta საქართველოს მთავრობისა და მისი მხარდამჭერების მიერ ფაქტების გადამოწმების პროგრამის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს პასუხობს. ინფორმაციას ამის შესახებ ფაქტ-მეტრი ავრცელებს.
კერძოდ, კომპანიის სპიკერი ბრალდებებს ტყუილსა და სახიფათოს უწოდებს და აცხადებს, რომ ფაქტებს დამოუკიდებელი გადამმოწმებლები აფასებენ და სწორედ ისინი განსაზღვრავენ, თუ რა მასალას შეაფასებენ.
"საქართველოში და მსოფლიოს გარშემო, Meta თანამშრომლობს დამოუკიდებელ ფაქტების გადამმოწმებლებთან, რომლებიც სერტიფიცირებულნი არიან მიუკერძოებელი გაერთიანებების, ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის & ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელის მიერ. დამოუკიდებელი ფაქტების გადამმოწმებლები, და არა Meta-ს თანამშრომლები, განსაზღვრავენ თუ რა მასალას შეაფასებენ. მსგავსი ბრალდებები არის ტყუილი და სახიფათო” - ვკითხულობთ Meta-ს სპიკერის განცხადებაში.
ფაქტ-მეტრი ასევე წერს, რომ გამოცემამ გადამოწმების პროგრამა 2013 წლიდან დაიწყო და 2017 წლიდან ორგანიზაცია ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის (IFCN), ხოლო 2023 წლიდან ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელის (EFCSN) ვერიფიცირებული წევრია.
"IFCN და EFCSN ფაქტ-მეტრის და მითების დეტექტორის შევიწროების ფაქტებს გმობენ და უარყოფენ ნებისმიერ მტკიცებას, თითქოს მათი აკრედიტაციის პროცესი "ლობიზმით" ან რაიმე სხვა სახის არასამართლიანი გავლენის საშუალებით მოხდა", - წერს ფაქტ-მეტრი.