logo
ENG



Mutant Radio-ს სივრცეში უკრაინული მუსიკის დღე და საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

15 აპრ 202211:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/15/ic0ogpe3p9ikb0m.png

16-17 აპრილს ქართველი მუსიკალური ჟურნალისტებისა და სელექტორების კოლექტივი "Dancing On Architecture" Mutant Radio-ს ფიზიკურ და ონლაინ სივრცეებში 20 საათიან მუსიკალურ მარათონს და სოლიდარობის აქციას - Sounds Of Ukraine გამართავს.

გარდა მუსიკალური ნაწილისა, Mutant Radio-ს ფიზიკურ სივრცეში გაიმართება ქართველი ვიზუალური ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, საიდანაც შემოსული თანხა სრულიად გადაირიცხება უკრაინაში, კრიზისით დაზარალებულ ბავშვთა დახმარების ფონდში.

16 აპრილს, Mutant Radio-ს სივრცეში გასაყიდად გამოფენილი იქნება შემდეგი ქართველი არტისტების ნამუშევრები: ვატო წერეთელი, ნიკა მაჩაიძე, კოკა კიტიაშვილი, ეკა ქეცბაია, ანდრო ერაძე, ალექსი სოსელია, ელენე გაბრიჩიძე, ანკა ბოჭორიშვილი, სანდრო ფაჩუაშვილი,მარი ყალაბეგაშვილი, თამარ გიორგაძე, გიკო დადიანი, მიშიკო სულაკაური, თაკო რობაქიძე, ჯონ რიფენჰოფი, მარი აქუბარდია, გურამ საყვარელიძე, კოტე ჯინჭარაძე, ანა ჩადუნელი, გიორგი გელაძე, თამარ გურგენიძე.

მუსიკალური დღე 16 აპრილს, 12:00 საათიდან დაიწყება. მოსმენა შესაძლებელია როგორც Mutant Radio-ს ფიზიკურ სივრცეში, ასევე ონლაინ სტრიმის საშუალებით შეგეძლებათ.

17 აპრილს აუდიო სტრიმის დახმარებით, Mutant Radio-ს ვებგვერდზე გაგრძელდება.


close დახურვა