logo
ENG



NATO-ს გენერალური მდივანი საქართველოს 18 მარტს ეწვევა

15 მარ 202422:05
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/15/rn3rsoc5z5u2cni.jpg

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს 18 მარტს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

იენს სტოლტენბერგი თბილისში აზერბაიჯანიდან ჩამოვა. ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდება. 

19 მარტს, NATO-ს გენერალური მდივანი საქართველოდან ერევანში გაემგზავრება.

სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.


close დახურვა