logo
ENG



NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილის თქმით, საქართველოს მთავრობას NATO-ს სამიტზე მიიწვევენ

15 მაი 202213:11
3 წუთის საკითხავი
 

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე, მირჩა ჯეოანა აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება NATO-ს სამიტზე მიწვეული იქნება. 

მისი თქმით, საქართველო ალიანსის მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელთანაც წლებია თანამშრომლობენ. 

ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილე ასევე აცხადებს, რომ მზარდი მნიშვნელობისაა შავი ზღვის რეგიონიც, რაც განსაკუთრებით მკაფიო მისი ბლოკადის და უკრაინიდან საკვების ტრანსპორტირებისთვის ხელის შეშლის შემდეგ გახდა. 

„NATO ყოველთვის პატივს სცემს ევროპისა და მთელი მსოფლიოს ქვეყნების უფლებას, აირჩიონ საკუთარი გზა. ეს არაა ვიღაც სხვის ვეტოს საკითხი, ეს არის დისკუსია იმ ქვეყანასა და იმ ორგანიზაციას შორის, რომელსაც სურს, რომ შეუერთდეს. საქართველო ჩვენთვის არის გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი. ჩვენ მათთან წლებია ვმუშაობთ და მე ასევე ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლება NATO-ს სამიტზე მიწვეული იქნება.

NATO-სთვის ხელშეუხებელი რჩება ღია კარის პოლიტიკა და მე შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ნატოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. შავი ზღვა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ ვხედავთ შავი ზღვის ბლოკადის გავლენას მაშინ, როცა რუსეთის ცდილობს უკრაინის ეკონომიკას სული შეუხუთოს და ასევე შექმნას საკვების დაუცველობა მსოფლიოს ბევრ სხვა ადგილში" - განაცხადა მირჩა ჯეოანამ. 


close დახურვა