ნატოს მთავრობებს სურთ დაინახონ რეფორმების გაგრძელება, ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო - რა გზავნილებით ჩამოვიდა ვიზიტით საქართველოში ჯეიმს აპატურაი. ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების მიმართულებით უკვე შეხვდა პარლამენტარებს და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს.