logo
ENG



NATO-ს სამიტის ფარგლებში ბაიდენისა და ზელენსკის მოლაპარაკებები იგეგმება

11 ივლ 202310:54
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/11/3gpznpjnz31l8s6.jpg

აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტები NATO-ს სამიტის ფარგლებში მოლაპარაკებებს გამართავენ. ამის შესახებ ამერიკული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს. შეხვედრა, სავარაუდოდ 12 ივლისს ჩატარდება. 

NATO-ს სამიტი ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება. სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკის ჩასვლის შესახებ ოფიციალურად ინფორმაცია არ გავრცელებულა. ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტი უკრაინა-NATO-ს საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 12 ივლისს ვილნიუსში იქნება.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი პირისპირ რამდენჯერმე შეხვდნენ. გასული წლის დეკემბერში უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონში ჩავიდა - ეს მისი პირველი ვიზიტი იყო საზღვარგარეთ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. თებერვლის ბოლოს ბაიდენი მოულოდნელად კიევს ეწვია. ბოლოს ორი ქვეყნის ლიდერები იაპონიაში, დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს.


close დახურვა