logo
ENG



NATO-ს წარმომადგენელი: საწვავის ნაკლებობა აქვთ, შენელდნენ, მორალიც პრობლემაა

26 თებ 202223:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/26/jwa5zrpm51294w1.jpg

NATO-ს წარმომადგენლის განცხადებით, რუსებს პრობლემები აქვთ: საწვავის ნაკლებობა აქვთ, შენელდნენ, მორალიც პრობლემაა. 

თუმცა, მისივე თქმით, რუსეთი ცდილობს, ეს ისე წარმოაჩინოს, თითქოს უკრაინასთან მოლაპარაკებების გამო ჩერდება. 

კითხვაზე, სავარაუდოა თუ არა, რომ რუსები გააძლიერებენ მცდელობებს, ის პასუხობს, რომ "მოუწევთ, საკმაოდ ჩამორჩებიან განგიგს. ხელიდან ეცლებათ ვითარება, თითოეული დამატებითი დღე ძალიან მტკივნეულია".

მანამდე, 26 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ბრძანება გასცა, უკრაინაზე შეტევა ყველა მხრიდან განაახლონ. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, ბრძანება მას შემდეგ გაიცა, რაც უკრაინის მთავრობასთან მოლაპარაკებები შეჩერდა. 

კიევმა რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ 25 თებერვალს განაცხადა, თუმცა, იმავე საღამოს ამაზე უარი თქვა. 26 თებერვლის გამთენიისას რუსეთმა დედაქალაქი კიევი დაბომბა.


close დახურვა