logo
ENG



NATO-ში გაწევრიანების შესახებ ფინეთი გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს

13 აპრ 202216:40
3 წუთის საკითხავი
 

ფინეთი NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებას უახლოეს კვირებში მიიღებს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, სანა მარინმა განაცხადა.

აქამდე ფინეთი, შვედეთთან ერთად უარს ამბობდნენ NATO-ში გაწევრიანებაზე. თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჰელსინკიში გადაწყვეტილებას გადახედეს.

"სხვადასხვა მოსაზრება არსებობს ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის ან არგაკეთების შესახებ და ეს ყურადღებით უნდა გავაანალიზოთ", - თქვა მარინმა პრესკონფერენციაზე, რომელიც თავის შვედ კოლეგასთან ერთად გამართა.

"ვფიქრობ, ჩვენი პროცესი საკმაოდ სწრაფი იქნება, ეს რამდენიმე კვირაში მოხდება", - განაცხადა ფინეთის პრემიერმინისტრმა.

შვედეთის პრემიერმინისტრი, მაგდალენა ანდერსონი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია საფუძვლიანი ანალიზის ჩატარება იმის შესახებ, უნდა გააკეთოს თუ არა განაცხადი.

"რა თქმა უნდა, NATO-ს წევრობას აქვს თავისი პლუსები და მინუსები, როგორც უსაფრთხოების სხვა ვარიანტებს", - თქვა ანდერსონმა.


close დახურვა