NATO პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ლულინში, რუსული რაკეტების სავარაუდო ჩამოვარდნას ეხმაურება.
ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა BBC-ს უთხრა, რომ "მჭიდრო კოორდინაციაში არიან მოკავშირე პოლონეთთან".
"ჩვენ ვიკვლევთ ამ ცნობებს და მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ჩვენს მოკავშირე პოლონეთთან", - აცხადებენ NATO-ში.
რუსეთის მიერ უკრაინის მიმართულებით ნასროლი რაკეტებიდან 2 პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ლულინში ჩამოვარდა. ინფორმაციას AP აშშ-ის დაზვერვიდან წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სხვადასხვა მედია იწუყება, რომ შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი.
პოლონეთს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, თუმცა პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრმა "კრიზისული სიტუაციის გამო" უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სასწრაფო სხდომა მოიწვია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას და ამბობს, რომ გავრცელებული ცნობები "მიზანმიმართული პროვოკაციაა ესკალაციის მიზნით".