ორშაბათს, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა გაიმართება.
განხილვის მთავარი თემა რუსული რაკეტების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა იქნება. პოლონეთს შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაველ ზალევსკი წარმოადგენს.
"უახლოეს პერიოდში ნატოს მოკავშირეებისგან მივიღებთ ძლიერ მხარდაჭერას, რომელიც ჩვენი აღმოსავლეთ საზღვრის დაცვას გააძლიერებს! ორშაბათს, ნატოს შტაბ-ბინაში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება, რომელზეც კონკრეტულ წინადადებებს წარვადგენთ და მოქმედების ახალ შესაძლებლობებს განვსაზღვრავთ", - განაცხადა პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა.
