logo
ENG



NATO საგანგებო სხდომას გამართავს

25 თებ 202208:10
3 წუთის საკითხავი
 
NATO საგანგებო სხდომას გამართავს

დღეს NATO საგანგებო სხდომას გამართავს. სხდომა კიევის დროით 16:00 საათზე გაიმართება. 

რუსეთის ქმედებების გამო სანქციები დააწესეს ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა. 

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს 10 ახალი სანქცია დაუწესა: 

1. რუსეთის ყველა დიდი ბანკის ბრიტანეთში არსებული აქტივები გაიყინება. ეს ბანკები გაირიცხებიან დიდი ბრიტანეთის ფინანსური სისტემიდან. მათ შეუწყდებათ ბრიტანულ სტერლინგზე წვდომა და ვეღარ შეძლებენ ბრიტანეთში გადახდებს. ეს მოიცავს VTB ბანკის სრულ და მყისიერ გაყინვას.

2. რუსეთის დიდ კერძო კომპანიებსა და სახელმწიფო აეკრძალებათ დიდ ბრიტანეთში ფინანსების მოზიდვა ან ბრიტანული ბაზრიდან სესხის აღება.

3. აქტივები გაეყინება დამატებით 100 ადამიანსა და კომპანიას.

4. ავიაკომპანია აეროფლოტის ეკრძალება დიდ ბრიტანეთში დაშვება.

5. აიკრძალება ორმაგი საექსპორტო ლიცენზიების გამოყენება, რაც ისეთ ნივთების ექსპორტს მოიცავს რაც შესაძლოა სამხედრო მიზნებით იყოს გამოყენებული.

6. უახლოეს დღეებში დიდი ბრიტანეთი რუსეთიდან მაღალი ტექნოლოგიებისა და ნავთობის გადამამუშავებელი დანადგარების ექსპორტს შეწყვეტს.

7. შეიზღუდება იმ თანხის ოდენობა, რისი ფლობაც რუსეთის მოქალაქეებს ბრიტანულ საბანკო ანგარიშებზე შეეძლებათ.

8. არსებობს რუსეთის Swift-ის გადახდებიდან გათიშვის შესაძლებლობაც. 

9. მსგავსი ფინანსური სანქციები ბელარუსზეც გავრცელდება, უკრაინაზე თავდასხმაში მონაწილეობის გამო.

10. დიდი ბრიტანეთი აპრილამდე ნაწილობრივ აამოქმედებს „ეკონომიკური დანაშაულის შესახებ კანონს“.

აშშ-მა კი სანქციები 5 რუსულ ბანკს დაუწესა. 

ასევე, სანქციები შეეხება რუს ოლიგარქებს და მათი ოჯახის წევრებს. 

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ატარებენ კრემლის პოლიტიკას და ტკივილიც მათ უნდა იგრძნონ. 

გარდა ამისა: 

  • ბაიდენის თქმით, რუსულ ბიზნესებს უწესდებათ შეზღუდვები ტრანზაქციებზე დოლარში, ევროში, გირვანქა სტერლინგსა და იენში
  • შეუჩერდებათ ჯარის დაფინანსების და გაზრდის საშუალება. 
  • ირყევა რუსეთის კონკურენციის უნარი 21-ე საუკუნის მაღალტექნოლოგიურ ეკონომიკაში.

ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების პაკეტი 5 პუნქტს მოიცავს: ფინანსური სექტორი, ენერგიტიკის სექტორი, ტრანსპორტის სექტორი, ექსპორტის ფინანსირების აკრძალვა და სავიზო პოლიტიკა.

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.


close დახურვა