logo
ENG



NATO შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაზე შეიარაღებული თავდასხმის საბაბს ამზადებს

17 თებ 202218:05
3 წუთის საკითხავი
 
NATO შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაზე შეიარაღებული თავდასხმის საბაბს ამზადებს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს, ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მოკავშირეები შეშფოთებულები არიან, რადგან რუსეთი ცდილობს, შეიარაღებული თავდასხმის საბაბი მოაწყოს. მანვე დასძინა, რომ ნატო აკვირდება იმ "ცრუ ოპერაციებს", რასაც რუსეთის დაზვერვის სამსახური აწყობს.

"ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება, მაგრამ რაც ვიცით ის არის, რომ რუსეთმა იმდენად დიდი სამხედრო ძალა მოაბილიზა, რაც ათწლეულებია არ გვინახავს უკრაინაში ან მის ირგვლივ. ბევრი რუსი დაზვერვის ოფიცერი მუშაობს უკრაინაში. ისინი წარმოდგენილები არიან დონბასში და ჩვენ ვნახეთ მცდელობა, შეექმნათ უკრაინაში შეჭრის საბაბი", - თქვა სტოილტენბერგმა.

NATO-ს მთავარ შტაბბინაში, პრესკონფერენციაზე საუბრისას სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსმა დააფიქსირა რუსეთის სამხედრო ძალის მუდმივი ზრდა უკრაინის საზღვართან და დაამატა, რომ მოკავშირეებს არ შეუნიშნავთ ძალების გაყვანის ან დეესკალაციის რაიმე ნიშანი.

"ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გააკეთონ ის რასაც ამბობენ და გაიყვანონ ძალები უკრაინის საზღვრიდან. მოკავშირეები მზად არიან დასხდნენ რუსეთთან და ნატო რუსეთის საბჭოს ფორმატში განიხილონ საკითხები, საერთო ენის სანახავად", - თქვა სტოლტენბერგმა.

NATO-ს გენმდივანმა, ასევე გაიმეორა უკრაინის მიმართ მხარდამჭერი გზავნილი და დაადასტურა, რომ მზად არიან დაეხმარონ უკრაინას თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში.


close დახურვა