logo
ENG



NCDC​: PCR ტესტირებით დიაგნოსტირებისას პაციენტების 36.2% ასიმპტომური იყო

05 ოქტ 202020:23
3 წუთის საკითხავი
 
w1ne8hmvztgt2kb.jpg

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ანგარიშის მიხედვით, კორონავირუსზე PCR ტესტირებით დიაგნოსტირების დღეს პაციენტების 36.2% ასიმპტომური იყო.

ამასთან, NCDC-ში განმარტავენ, რომ დაავადების მიმდინარეობასთან ერთად, შესაძლოა მოგვიანებით გარკვეული სიმპტომები გამოვლენილიყო. 

ანგარიშის თანახმად, ყველაზე ხშირად პაციენტებში ვლინდება ცხელება, ზოგადი სისუსტე, ხველა, ყელის სიმშრალე/ტკივილი და თავის ტკივილი. ასიმპტომურ ინფიცირებულთაგან 15.6% იყო საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლი, რომელთა ინფიცირების გამოვლენა მოხდა საზღვარზე, სავალდებულო ტესტირების დროს. პაციენტების მაქსიმალური ასაკი იყო 95 წელი, ხოლო მინიმალური -1 თვე. ტესტირებით დადასტურებულ შემთხვევათა შორის 51% იყო კაცი და 49% კი ქალი.

30 იანვრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში ქვეყანაში ჩატარებული PCR ტესტების რაოდენობა არის 648 736, მათ შორის 642 541 - პირველადია. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, სიმპტომების ინტენსივობის შესახებ ინფორმაციის მოგროვება ზოგ შემთხვევაში პრობლემური აღმოჩნდა, რაც გამოწვეული იყო რიგი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორებით, კერძოდ, ენობრივი ბარიერი, გახსენების მიკერძოება, სიმპტომების აღქმის განსხვავებული მიდგომა, სტიგმატიზაცია.

NCDC-ში ამბობენ, რომ აღნიშნული შემთხვევები კონცეტრირებული იყო ქვემო ქართლის რეგიონში და შეადგენდა ამ რეგიონში გამოვლენილი შემთხვევების 57%-ს.

დღეს, საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა დადგინდა

 


close დახურვა