logo
ENG



NCDC: საქართველოში კორონავირუსის 2 981 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 31 ადამიანი

17 დეკ 202011:02
3 წუთის საკითხავი
 
NCDC: საქართველოში კორონავირუსის 2 981 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 31 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 2 981-ით გაიზარდა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 2 001 ადამიანი, 31 კი გარდაიცვალა.

ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი 1 282 შემთხვევა;
  • აჭარა - 228;
  • იმერეთი - 489;
  • ქვემო ქართლი - 229;
  • შიდა ქართლი - 160;
  • გურია - 64;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 227;
  • კახეთი - 145;
  • მცხეთა-მთიანეთი - 87;
  • სამცხე-ჯავახეთი - 55;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 30 107 აქტიური შემთხვევა. 6 758 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 896, აჭარაში - 815, იმერეთში - 1 379. მძიმე პაციენტია 1 130 პირი, მათ შორის, თბილისში - 520, აჭარაში - 140, იმერეთში - 246. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 430 პირი, მათგან თბილისში - 209, აჭარაში - 50, იმერეთში - 62. 2 247 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 806 - თბილისში, 1 062 - აჭარაში, 135 - იმერეთში. 21 102 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 471 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 248, აჭარაში - 76, ხოლო იმერეთში - 7. თვითიზოლაციაში იმყოფება 47 764 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 811 პირი, აჭარაში - 7 492, იმერეთში - 6 268.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 17 029 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 8 859  ანტიგენის სწრაფი ტესტით, 8 170 კი PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 201 368-ს შეადგენს. აქედან 169 282 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 953 გარდაიცვალა.


close დახურვა