logo
ENG



NCDC: სინოფარმის ვაქცინით აცრისთვის 6700-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია

28 აპრ 202111:50
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 28 აპრილის დილის მონაცემებით 6700-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია ჩინურ ვაქცინა სინოფარმზე 15 მაისამდე. აქედან, თბილისში რეგისტრირებულია 4500-მდე პირი. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, რეგისტრაცია კიდევ გაფართოვდება.

"ძალიან აქტიურად დაიწყო რეგისტრაცია ამ ვაქცინაზე, რაც სასიხარულოა. ჩვენი მოქალაქეები ხვდებიან, რა მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიკეთოს. განსაკუთრებით აქტიურია თბილისი", - თქვა პაატა იმნაძემ.

თბილისში ჩინურ ვაქცინაზე, სინოფარმზე სარეგისტრაციო ადგილები 2 საათში სრულად შეივსო. რეგისტრაცია გუშინ, 27 აპრილს 20:00 საათზე დაიწყო, 22:00 საათის მონაცემებით კი არც ერთი თავისუფალი ადგილი აღარ იყო.

ჩინური ვაქცინით აცრა 5 მაისიდან დაიწყება და 14 მაისის ჩათვლით გაგრძელდება, ამის შემდეგ კი რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება.

საქართველოს სინოფარმის 100 000 დოზა აქვს შეძენელი. დღეს გამართულ საბჭოზე ცნობილი გახდა, რომ კონკრეტულად, ჩინური ვაქცინით აცრას 18 წელს ზემოთ ნებისმიერი მოქალაქეებიც შეძლებენ. სინოფარმს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერ კიდევ არ აქვს. მათი საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, 29 აპრილს გამოცხადდება.

ნახეთ, რა ვიცით ჩინურ სინოფარმზე.


close დახურვა