logo
ENG



NCDC: 1 595 ახალი შემთხვევიდან 563 თბილისში გამოვლინდა, 389 - აჭარაში

22 ოქტ 202012:52
3 წუთის საკითხავი
 
NCDC: 1 595 ახალი შემთხვევიდან 563 თბილისში გამოვლინდა, 389 - აჭარაში

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, კორონავირუსით ინფიცირების 1 595 ახალი შემთხვევიდან 563 თბილისში გამოვლინდა, 389 - აჭარაში.

მათი ინფორმაციით, 335 შემთხვევა დადასტურდა იმერეთში, 77 ქვემო ქართლში, 69 შიდა ქართლში, 53 გურიაში, 42 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 26 მცხეთა-მთიანეთში, 17 კი კახეთში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 22 803 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 401 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 178 კი გარდაიცვალა.


close დახურვა