საქართველოში კორონავირუსის 296 შემთხვევა გამოვლინდა, 60-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათში 9 663 ტესტი ჩატარდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 4 960 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან, 1 819 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 27 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5 390 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836 პაციენტი იმყოფება.