19 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სტატისტიკა ინფეციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ბრიფინგზე გაასაჯაროვა.
ახალი დადასტურებულებიდან 40% თბილისშია, 30% - აჭარაში.
მისი თქმით, ჯამში დარეგისტრირებულია 18 663 კოვიდინფიცირებული, ხოლო აქტიური შემთხვევაა 10 325. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა სულ 278 ადამიანი.
NCDC-ს ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში სულ 9 888 PCR ტესტი ჩატარდა.