logo
ENG



NCDC: საქართველოში COVID-19-ის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 3 640 ტესტი

05 ოქტ 202010:24
3 წუთის საკითხავი
 
NCDC: საქართველოში COVID-19-ის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 3 640 ტესტი

საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. ვირუსისგან განიკურნა 375 ადამიანი, 2 კი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19 8696 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 4619 გამოჯანმრთელდა, 52 კი დაიღუპა.

კარანტინის რეჟიმში 5392 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836. 1 100 ადამიანი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.

NCDC-ს ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 3 640 PCR ტესტი ჩატარდა.


close დახურვა