ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 7 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 1 696 პირი.
მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
დღეს გამოვლენილი 1 852 ახალი შემთხვევიდან თბილისში 650 შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში - 389, იმერეთში - 441.
დანარჩენ რეგიონებში ახალი შემთხვევების განაწილება შემდეგია:
ქვემო ქართლში - 68;
შიდა ქართლში - 51;
გურიაში - 28;
სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 114;
კახეთში - 20;
მცხეთა-მთიანეთში - 51;
სამცხე-ჯავახეთში - 27;
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 13.
საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსი სულ 42 579 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა - 26 800, გარდაიცვალა - 342.
კარანტინის რეჟიმში 2 977 მოქალაქეა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4188 ადამიანი გადის.