საქართველოში დღეს, 21 ოქტომბერს კორონავირუსით ინფიცირების 1 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას StopCov.ge ავრცელებს.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 337 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, დღე-ღამეში 9 940 ტესტი გაკეთდა.
საქართველოში ჯამში ამ დროისთვის კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 003 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 172 კი გარდაიცვალა.