საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 1 731-ით გაიზარდა.
საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ვირუსისგან განიკურნა 4 599 ადამიანი, 39 კი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში, ქვეყანაში Covid-19-ზე 9 812 ტესტი ჩატარდა, რაც გასული დღეების მაჩვენებელზე ბევრად ნაკლებია. მაგალითად, 19 დეკემბრის მონაცემებით, დღე-ღამის განმავლობაში 18 824 ტესტი იყო ჩატარებული, 18 დეკემბერს - 16 870, 17 დეკემბერს - 17 029.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი - 774 შემთხვევა;
- აჭარა - 14;
- იმერეთი - 255;
- ქვემო ქართლი - 140;
- შიდა ქართლი - 133;
- გურია - 25;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 122;
- კახეთი - 80;
- მცხეთა-მთიანეთი - 33;
- სამცხე-ჯავახეთი - 23;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 26 077 აქტიური შემთხვევაა. აქედან 6 654 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 901, აჭარაში - 747, იმერეთში - 1 356. მძიმე პაციენტია 1 104 პირი, მათ შორის, თბილისში - 511, აჭარაში - 138, იმერეთში - 254. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 417 პირი, მათგან თბილისში - 217, აჭარაში - 35, იმერეთში - 63. 1 913 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 695 - თბილისში, 868 - აჭარაში, 126 - იმერეთში. 17 510 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 481 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 213, აჭარაში - 147, ხოლო იმერეთში - 7. თვითიზოლაციაში იმყოფება 44 773 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 775 პირი, აჭარაში - 5 993, იმერეთში - 6 330.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 208 638-ს შეადგენს. აქედან 180 441 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 094 გარდაიცვალა.