![NCDC: საქართველოში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 8 463 ტესტი](/uploads/news/koronavirusi.jpg)
საქართველოში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 5 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 350.
ინფორმაცია StopCov.ge-ზე გავრცელდა.
NCDC-ის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 8 463 PCR ტესტი ჩატარდა.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 24 562 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 9 751 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 183 კი გარდაიცვალა.